• August

    6

    2024
  • 220
  • 0
გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ?

გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ?

იაგო ხვიჩია : ,, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გულშემტკივარი არ ვარ, არც მომიკითხავს ეს საკითხი “

 პარტია ,, გირჩის” თავჯდომარის, პარლამენტის წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.  ,,Geo News “ამ და სხვა საკითხებზე იაგო ხვიჩიას ესაუბრა.

 იაგო ხვიჩია : თქვენ იცით, რომ ორიოდე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ გაავრცელა განცხადება : სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს. ვიფიქრე ციხეს აჩვევენ-მეთქი და დავუკავშირდი ქალბატონ ნინოს ,, ვივამედის “ ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც აქვს ტელევიზორი.

– ბატონო იაგო, თქვენი ინფორმაციით, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

 – ჩემი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ამ წუთას საფრთხე არ ემუქრება. მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია დაბრუნებული.

როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდება მისი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა ?

 – სააკაშვილის ციხეში გადაყვანის გულშემტკივარი არ ვარ, არც მომიკითხავს ეს საკითხი. როგორც გითხარით, გუშინ, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა ვიცოდი, რომ ამასთან დაკავშირებით მედიას კითხვები ექნებოდა, შესაბამისად, ვარაუდებთან, რომ არ გვქონოდა საქმე ქალბატონ ნინო ნადირაძეს დავუკავშირდი. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უკვე ციხეშია. მე არასდროს ვითხოვ ციხეში მყოფი პატიმრების მდგომარეობის გაუარესებას, ანუ სხვაგან, მეტად უარეს პირობებში გადაყვანას. დიახ, არასდროს მომითხოვია და არც ახლა მოვითხოვ ამას. თუმცა არიან გულშემატკივრები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვენ. მოდით, ეს ,, ქართულმა ოცნებამ “ მათთან შეთანხმებით აკეთოს. თქვენ იცით, რომ მე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ვუჭერდი მხარს, რათა სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემები არ შეექმნა, მაგრამ არ დამიჯერეს. დიახ, არც ნაცებმა დამიჯერეს, არც სხვებმა…და აგერ ჰყავთ ახლა სააკაშვილი.

 – ,, ქართული ოცნების “ წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში. თქვენი აზრით, სააკაშვილს ციხეში გადაიყვანენ ?

 წარმოდგენა არ მაქვს. ეს იმაზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტს ,, ქართული ოცნება”, უფრო სწორად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იცით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი თავად უნდა ითხოვდეს ციხეში გადაყვანას.     

 – და თქვენი პარტიის გეგმები როგორია საარჩევნოდ ?

 – ჩვენ ვაპირებთ, რომ ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ხმა მივიღოთ. ეს არის ჩვენი სამუშაო მიზანი. დიახ, გვგონია, რომ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში ათი კაციდან ერთ ხმას. ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ათიდან ერთი კაცი მოიძებნება, რომელსაც რეალურად უნდა ცვლილება. ჩვენ ახლაც არჩევნებში დამოუკიდებლად ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. რაც შეეხება პარტიაში წევრების დამატებას, თქვენ ჩვენთან ბევრ საინტერესო ადამიანს ნახავთ.

 – დაბოლოს, მშვიდობიანად მივალთ არჩევნებადე ?

 იმედი მაქვს…თქვენ იცით, რომ თითქმის ყველა არჩევნების წინ ხდება პატარ- პატარა ექსცესები, თუმცა საბედნიეროდ, დიდი ხანია ქართველებს ერთმანეთი არ დაგვიხოცავს, რაიმე გამონაკლის არც ახლა ველი.

 ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor