• November

    19

    2024
  • 51
  • 0
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მხარეებმა სამეცნიერო-კვლევით სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს და მათი დაძლევის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა რიგი საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ანა მღებრიშვილმა, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებმა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებმა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor