• February

    7

    2025
  • 116
  • 0
განათლების სისტემაში ქართული ფასეულობები და ოჯახური სიწმინდე უპირატესია

განათლების სისტემაში ქართული ფასეულობები და ოჯახური სიწმინდე უპირატესია

საქართველოს მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რა ფასეულობების მქონე ახალ თაობას აღზრდის ქვეყანა, რომ პატრიოტი, ღირსეული და ზნეობრივი ახალგაზრდობა გამოიბრძმედოს. სწორი საორიენტაციო ფასეულობები კი, ძლიერი და მნიშვნელოვანი ქვეყნის საწინდარია, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას და განმტკიცებას უზრუნველყოფს.

ამ მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება განათლების სისტემას და მადლობა ღმერთს, რომ დღეს, საქართველოს განათლების სისტემა მიზნად ისახავს მოსწავლეების აღზრდას პატრიოტული სულისკვეთებითა და ეროვნული იდენტობის გაცნობიერებით, რაც წინა ხელისუფლების დროს მიუღებელი იყო.

დღეს, განათლების სისტემაში დიდი როლი უკავია ეროვნული და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებასა და გამყარებას, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ხშირად ვხდებით იდეოლოგიზაციიის პრობლემას ახალ თაობაში. იმ ახალგაზრდებში, რომლებიც ,,მავანთა” მიერ დიდი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან შეცდომებს უშვებენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ახალგაზრდების ნაწილი მსხვერპლნი არიან, ისინი ხშირად არასწორ ადგილას და არასწორ მხარეს დგანან და არც კი იციან რას აკეთებენ, რადგან მათ კითხვებზე პასუხი არ გააჩნიათ და ვერც ახერხებენ დაამტკიცონ და გაამყარონ არგუმენტებით მათი ქმედებებიდან გამომდინარე დამდგარი შედეგები. გაუცნობიერებლად აპროტესტებენ რაღაც-რაღაცეებს და დაბნეულები არიან და იმდენად აქვთ გონება გამორეცხილი, რომ სამწუხაროდ, არც არავის უსმენენ.

,,ენა, მამული, სარწმუნოება’’,- ეს არის ის სამი ძირითადი ღირებულება, რომელზეც უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლაში აღზრდის პროცესი ეროვნული იდენტობის გაძლიერებას ემსახურებოდეს და არა რომელიმე იდეოლოგიაზე ორიენტირებულ პროპაგანდას.

საუბედუროდ, ,,ნაცმოძრაობის” სისხლიანმა რეჟიმმა, საკუთარი მმართველობის დროს დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდებზე, სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.

,,ნაცმოძრაობა” დასავლური ლიბერალიზმის ნიღბით, ყველაფერს თავისი იდეებით თავის სასარგებლოდ მიზანმიმართულად ცვლიდა, რაც მიზნად ეროვნული და მორალური იდენტობის მოშლას ემსახურებოდა. მათი მიზანი იყო, რომ ეროვნული იდენტობა მეორეხარისხოვანად ჩათვლილიყო ან სრულებით უგულებელყოფილიყო.

აგენტურული ,,ნაცხროვის” მმართველობის იდეოლოგიზაციამ საზოგადოების ბუნებრივი განვითარების გზა დაამახინჯა და დიდი ზიანი მიაყენა ახალგაზრდების მენტალურ და მორალურ ორიენტირებას. ამიტომაც, დღეს ამ შეცდომების სიღრმისეულად გაანალიზება აუცილებელია და დანერგვა იმისა, რომ ეროვნული იდენტობის მქონე, ღირსეული და ძლიერი ფასეულობების მქონე თაობა აღიზარდოს, რაც განათლების სისტემაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რასაც ამ ხელისუფლების პირობებში დიდი ყურადღება ექცევა.

მართალია, განათლების სისტემა აქტიურად მუშაობს მოსწავლეების პატრიოტებად აღზრდის მიმართულებით, რათა მათ გააცნობიერონ საკუთარი ეროვნული იდენტობა და შეიძინონ პატრიოტული ღირებულებები, მაგრამ ჩვენც, თითოეულმა ქართველმა ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რადგან ეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის უმთავრესი საკითხია.

ეკა ჭელიძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor