• July

    24

    2025
  • 58
  • 0
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას 1967 წელს დაბადებულ ა.ღ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების გამო ა.ღ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ხ. მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor