• December

    20

    2025
  • 19
  • 0
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული ა.ხ.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 380 გრამი „ალფა-პვპ“ და 120 გრამზე მეტი „გამომშრალ მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor