• September

    13

    2025
  • 59
  • 0
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კვლევის ფარგლებში მყინვარული ხეობების ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განახორციელეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპედიციის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები დადგინდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor