• December

    10

    2024
  • 132
  • 0
გეგმავს თუ არა ჟურნალისტის ლიკვიდაციას საქართველოში ,,მაიდნის” მსურველთა ჯგუფი, რომელსაც ,,საკრალური მსხვერპლი” ესაჭიროება ?

გეგმავს თუ არა ჟურნალისტის ლიკვიდაციას საქართველოში ,,მაიდნის” მსურველთა ჯგუფი, რომელსაც ,,საკრალური მსხვერპლი” ესაჭიროება ?

დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ პრეზიდენტის არჩევას, – განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს მსხვერპლი.

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას.

გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც, მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის. აღნიშნულის ნათელი დასტურია, მილევადი საპროტესტო მუხტის პარალელურად, საგულდაგულოდ შენიღბული პირების მიერ სამართალდამცავებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე გახშირებული ძალადობრივი აქტები როგორც საპროტესტო ლოკაციებზე, ისე მის მიღმა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა, რაც ჩვენ მიერ განიხილება აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის ერთ-ერთ სავარაუდო ეპიზოდად, რომელიც, საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მიმდინარე საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. აქვე ვაცხადებთ მზადყოფნას აღნიშნულ სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით, მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ, პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც, მათი განზრახვით, უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის სადარაჯოზე დგას და მისი განცხადება მძიმე შედეგების აცილებას ისახავს თავიდან.

ჩვენს მკითხველს ახსოვს ის გეგმა, რომელიც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების ხელყოფის გზით სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას გულისხმობდა, რაზეც ჩვენს მკითხველს ექსკლუზიურად მოვუთხრეთ. მათ ასევე ახსოვთ, თუ როგორ ვაფრთხილებდით მოსახლეობას არჩევნებამდე, რომ არჩევნების შემდგომ იმ სახის აქციებს ექნებოდა ადგილი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ.

ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, დესტრუქციული ძალების წინა გეგმის ჩავარდნის შემდეგ, ახალი მზაკვრული გეგმა შეიმუშავეს. გეგმა გულისხმობს ჟურნალისტების მიზანში ამოღებას – ლიკვიდაციას. ამორჩეული იქნება ერთი სპეციფიური ჟურნალისტი ალბათობის მაღალი ხარისხით ქალბატონი, რომლის მკვლელობაც წინასწარ ისე იქნება გათვლილი, რომ საზოგადოებაში მაქსიმალური რეზონანსი გამოიწვიოს. ეს კი თავის მხრივ, გადაბრალდება თანამდებობის პირებს და კონკრეტულ პასუხისმგებელ ძალოვნებს. 

სამწუხაროა, თუმცა, როგორც ჩანს ჩვენი ,,მეგობრები” არაფერზე იხევენ უკან და ფაქტობრივად, იმ სახელმწიფო გადატრიალებებიდან ამონარიდს გვთავაზობენ, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში კარგად იქნა აპრობირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლათინური ამერიკის მთელ რიგ ქვეყნებში. ყველას გვახსოვს ჩილეს, პანამის, არგენტინის და დომინიკის რესპუბლიკის მაგალითები. როგორც ჩანს, ლათინური ამერიკის სტილი სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით, საქართველოში მიზანმიმართულ სტრატეგიას წარმოადგენს.

p.s. გულწრფელი ზრუნვის გამო, ვაფრთხილებთ ჩვენს კოლეგებს გამოიჩინონ განსაკუთრებული წინდახედულება და დაიცვან უსაფრთხოების ყველა გონივრული ზომა, ვინაიდან ნებისმიერი მათგანი შესაძლოა აღმოჩნდეს სამიზნე. ჩვენ გვესმის, რომ ძალოვანი სტრუქტურის მაღალკვალიფიციური კადრები საქართველოში მყოფი ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, თუმცა შექმნილი ვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა რაობის გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნიეთ ჩვენი კოლეგების წინასწარ გაფრთხილება. 

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor