• December

    14

    2025
  • 76
  • 0
გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, კახეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, ლაშა გოგნიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ  დეტალური ინფორმაცია მიიღო და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრი კახეთის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია – მათ შორის, დაათვალიერა თელავში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, აღჭურვილობა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. გეკა გელაძემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.

კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor