• September

    27

    2025
  • 24
  • 0
გეკა გელაძემ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლების მნიშვნელობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუციური განვითარების საკითხს.

„შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, პოლიციის ატაშეების განსაკუთრებულ როლს. მისი თქმით, ატაშეებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების მჭიდრო პარტნიორობით, უკვე გახსნილია არაერთი ორგანიზებული დანაშაული და პასუხისგებაში მიცემულია ათეულობით პირი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ატაშეებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე ესწრებოდნენ.

დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილი პოლიციის ატაშეები 38 სახელმწიფოსა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციას ფარავენ“, – წერს შსს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor