• October

    11

    2025
  • 42
  • 0
გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ღირსეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში.

გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, მათ შორის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

გეკა გელაძემ დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით, საპატრულო პოლიციის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor