• September

    26

    2025
  • 41
  • 0
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეხვედრა გამართა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, თემურ მღებრიშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს მინისტრს სამსახურის საქმიანობის, კერძოდ, სახანძრო-სამაშველო ძალების, ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის შესახებ, სრული ინფორმაცია წარედგინა.

საუბარი ასევე შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

გეკა გელაძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, თანამშრომლებს მხარდაჭერა აღუთქვა, გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor