გეკა გელაძეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.
„ასევე მინდა, გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. მას დღეს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე, მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. მინდა, წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.