• February

    16

    2026
  • 124
  • 0
გეკა გელაძე – მინდა, კიდევ ერთხელ დავპირდე საზოგადოებას, რომ ნარკოდანაშაულის მიმართულებით გავაგრძელებთ უმკაცრეს პოლიტიკას, როგორც საპოლიციო, ისე საპრევენციო ხასიათის ღონისძიებებს

გეკა გელაძე – მინდა, კიდევ ერთხელ დავპირდე საზოგადოებას, რომ ნარკოდანაშაულის მიმართულებით გავაგრძელებთ უმკაცრეს პოლიტიკას, როგორც საპოლიციო, ისე საპრევენციო ხასიათის ღონისძიებებს

ჩვენ საზოგადოებას დავპირდით რვა თვის წინ, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და განვახორციელებდით უკომპრომისო ბრძოლას, შედეგიც სახეზეა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მხოლოდ 2025 წელს 5000-ზე მეტი ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანი იქნა დაკავებული, ხოლო 2000-ზე მეტი – ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი.

„მხოლოდ მიმდინარე წელს, შემიძლია გითხრათ, რომ 300-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული ადამიანი არის დაკავებული და მინდა, კიდევ ერთხელ დავპირდე საზოგადოებას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ უმკაცრეს პოლიტიკას, როგორც საპოლიციო ღონისძიებების, ისე საპრევენციო ხასიათის ღონისძიებების“, – განაცხადა გელაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor