• October

    28

    2025
  • 68
  • 0
გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია

გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს. გეკა გელაძე, ასევე, ეწვია უნგრეთის პოლიციის სასწავლო აკადემიას, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღო აკადემიის საქმიანობისა და საპოლიციო განათლების სპეციფიკაზე.

დანაყოფებში განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში, მხარეებმა გამოხატეს მზაობა, აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

ვიზიტის დასასრულს, გეკა გელაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა საერთო ძალისხმევით პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება სხვადასხვა მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor