• February

    18

    2026
  • 100
  • 0
გეკა გელაძე – ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით

გეკა გელაძე – ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით

ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება, ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას მომავალ თაობებს“.

„კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს, ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს სასჯელისგან დაიხსნის, ხოლო საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

ცნობისთვის, შსს-მ ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დააკავა, მათ შორის არის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor