• February

    11

    2025
  • 144
  • 0
გელა ნიკოლაიშვილი: ,,ვნახოთ, სადამდე მივა გამოძიება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნება და რაღაც დოზით მაინც გაირკვევა ის, რისთვისაც მივმართეთ”

გელა ნიკოლაიშვილი: ,,ვნახოთ, სადამდე მივა გამოძიება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნება და რაღაც დოზით მაინც გაირკვევა ის, რისთვისაც მივმართეთ”

ორიოდე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწო საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19,318-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 319-ე მუხლებით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში და განსაკუთრებით კი, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

,,GEO NEWS” ამ საკითხზე სასაუბროდ ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენელს, ცნობილ იურისტს, ბატონ გელა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა. 

ბატონო გელა, თქვენი ორგანიზაციის – ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი მოთხოვნა საქმის აღძვრის თაობაზე სათანადოდ დასაბუთებული იყო და შესაბამის მტკიცებულებებსაც შეიცავდა, ამიტომაც გთხოვთ, გაგვიზიარეთ რა იყო ძირითადი საფუძვლები ამ განცხადებით პროკურატურისთვის, რომ მიგემართათ ?

ჩვენი მიმართვის მიზანი იყო პროკურატურას დაეწყო გამოძიება და შეემოწმებინა, ხომ არ ჰქონდა ადგილი პოლიტიკური ბრძოლით შეფარულ კრიმინალს.

მაგალითად, სსკ-ის 318 მუხლი მიუთითებს, რომ თუ კონკრეტული პოლიტიკური ქმედებები მიმართულია საქართველოს დასუსტებისკენ, ეს უკვე კრიმინალია ( საბოტაჟი ) : 1 საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რამდენად რეალურად გესახებათ პროკურატურის მიერ ამ გამოძიების წარმატებით დასრულება და კონკრეტული დამნაშავეების გამოკვეთის გზით მათთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ?

-საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

საქმე ის არის, რომ ჩვენი აზრით, ქვეყნის იზოლაციის, ეკონომიკის ჩამოქცევის, ლარის დევალვაციის, ბიზნესის დანგრევის, მაგისტრალების პარალიზების, შენობების დაზიანების და ტურიზმის მასშტაბების მაქსიმალური შეზღუდვის პოლიტიკით გამართლება ცოტა დაუჯერებელია და ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, რომ დაეწყო გამოძიება ამ ყველაფრის ნამდვილი მიზნებისა და ამის უკან მდგომების გამოვლენის შესახებ.

როგორც ჩანს, პროკურატურასაც ჰქონდა ან მოიძია რაღაც მასალები და დაიწყო გამოძიება.

ვნახოთ, სადამდე მივა გამოძიება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს შედეგი ექნება და რაღაც დოზით მაინც გაირკვევა ის, რისთვისაც მივმართეთ.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor