• February

    5

    2026
  • 41
  • 0
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი გვარაკიძემ ირაკლი ყანდაშვილს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა და „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ საქართველოს პროკურატურასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფორმატები განიხილეს, მათ შორის ადვოკატებსა და პროკურორებს შორის პროფესიული პრაქტიკის გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს გიორგი გვარაკიძე და ირაკლი ყანდაშვილი სამომავლოდ აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებასა და პროფესიული სტანდარტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor