• December

    31

    2024
  • 226
  • 0
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს მოსახლეობას, გამორჩეულად ვეტერანებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს მოსახლეობას, გამორჩეულად ვეტერანებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

ძვირფასო ვეტერანებო !

კიდევ ერთი წელი მიითვალა ჟამთასვლამ, რომელიც ჩვენი სამშობლოსთვის, თითოეული  ჩვენგანისთვის, გამოწვევებით სავსე იყო. განვლილმა წელმა, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა მშვიდობის შეუფასებელი ღირებულება და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და მთლიანობისთვის, ჩვენი ერთად დგომის გარდაუვალი აუცილებლობა.

ჩემო თანამებრძოლებო, დებო, ძმებო, ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლაში არა ერთგზის  დამაშვრალო ვეტერანებო ! მინდა, პირველ რიგში, ქედი მოვიხარო ჩვენი იმ მეგობრებისა და თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე, რომელნიც მარადისობას შეუერთდნენ ! ნუგეში არ  მოაკლოს ღმერთმა მათ მშობლებს, ოჯახებს ! მსუბუქი ყოფილიყოს მათთვის ქართული მიწა, რომლისთვისაც უდრტვინველად ღვარეს სისხლი და ოფლი, საკუთარ სიცოცხლეს არ იშურებდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ! გმირები არ კვდებიან !

მინდა, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს, გულწრფელად მოგილოცოთ დამდეგი შობა- ახალი წელი და გისურვოთ დღეგრძელობა, მხნეობა, კეთილდღეობა, ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი საქართველო, რომლისთვისაც დღესაც მზად ხართ, იბრძოლოთ და სიცოცხლე არ დაიშუროთ !

ჩვენი ქვეყნის ისტორია, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეროვნული მთლიანობისა და თვითმყოფადობისთვის განუწყვეტელი ბრძოლების ისტორიაა ! ამ მხრივ, არც ჩვენი  დღევანდელობაა გამონაკლისი და გამოწვევები კიდევ ბევრი გვაქვს, ჩვენი სამშობლოსთვის კიდევ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ ! ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერისთვის ბრძოლაში, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომელიც ღირსეულად უნდა ვატაროთ და ყოველთვის, გვახსოვდეს რომ სადაც უნდა ვიდგეთ, როგორი განსხვავებული პოზიციებიც არ უნდა გვქონდეს, ერთი გვაქვს სამშობლო, ერთი გვაქვს მიზანი და ერთი გვაქვს საბრძოლი ! ამიტომ, არ გვაქვს უფლება, გავთითოკაცდეთ და ერთმანეთს დავშორდეთ. ჩვენ, ჩვენი სამშობლოსთვის ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად გვტკიოდა, დღეს კი, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, ერთიანი, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველოსთვის, რამეთუ არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გაგვაჩნია !

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს !

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანის მფარველი !

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor