• September

    29

    2023
  • 90
  • 0
გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ – მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ – მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor