• November

    29

    2023
  • 98
  • 0

გერმანიის თავდაცვის მინისტრი – აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება

აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელახლა აირჩევა, ეს „ბევრად უკეთესი“ იქნება, თუმცა, ბაიდენის დროსაც კი, „განჭვრეტადია, რომ შეერთებული შტატები ყურადღებას გადაიტანს უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანისკენ“.

„ამას თუ გააკეთებენ, ალბათ ვერ შეძლებენ ევროპაში ჩართულობის იმავე დონის შენარჩუნებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ნატო-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

რაც შეეხება ევროპელებს შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობას, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ეს ასევე ორიენტირებული უნდა იყოს თავსებადი სისტემების შექმნაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor