• January

    13

    2025
  • 93
  • 0
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ.

Tagesspiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს.

„არავითარი ბლოკადა არ არსებობს. თავდაცვის სამინისტროში მოვამზადეთ ახალი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ახლა ეს პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს, როგორც კი ყველა საკითხი გაირკვევა. ველოდები შესაბამის გადაწყვეტილებას“.

ცნობისთვის, მანამდე „შპიგელმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ბუნდესტაგის 23 თებერვლის არჩევნებამდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავენ, თუმცა ამას ხელს უშლის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის კანცელარია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor