• October

    3

    2023
  • 82
  • 0
გერმანიის საელჩო – გერმანიის გაერთიანება ისტორიული მოვლენა იყო, რომლის გახსენება არის მოტივაცია და დავალება, ვიზრუნოთ გაერთიანებულ გერმანიაზე და დემოკრატიაზე მსოფლიოში

გერმანიის საელჩო – გერმანიის გაერთიანება ისტორიული მოვლენა იყო, რომლის გახსენება არის მოტივაცია და დავალება, ვიზრუნოთ გაერთიანებულ გერმანიაზე და დემოკრატიაზე მსოფლიოში

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს გერმანიის ეროვნულ დღესასწაულს – გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ!

33 წლის წინ, ბერლინის კედლის დაცემიდან (9. ნეომბ.1989 წ.) თითქმის ერთი წლის შემდეგ ძალაში შევიდა გაერთიანების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუერთდა. მას შემდეგ ყოველი წლის 3 ოქტომბერს ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანების დღეს.

გერმანიის გაერთიანება ისტორიული მოვლენა იყო. მისი გახსენება არის მოტივაცია და ამავდროულად დავალება, რომ ვიზრუნოთ გაერთიანებულ გერმანიაზე და ასევე თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor