• November

    16

    2024
  • 57
  • 0
გერმანული მედია – რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

გერმანული მედია – რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

ევროკავშირში ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.
გამოცემის ცნობით, სანქციების მიზეზი არის მტკიცებულებები, როლებიც ადასტურებს, რომ ჩინეთმა რუსეთს მიაწოდა იარაღი უკრაინის წინააღმდეგ ომში.

როგორც ანონიმური წყაროები გაზეთთან საუბრისას აღნიშნავენ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა წევრ ქვეყნებს უკვე მიაწოდა მტკიცებულებები ამის შესახებ. თუ რა სახის მტკიცებულებები აქვს ევროკავშირს, ეს უცნობია, თუმცა ჯერ კიდევ სექტემბერში დასავლური მედია აქტიურად წერდა რუსეთის მიერ ჩინური იარაღის მიღების შესახებ.

გერმანული გაზეთს მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, გააფართოოს სანქციების სია ჩინურ კომპანიებთან ბიზნესის კეთების აკრძალვის, ასევე აქტივების ფლობისა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვის მიზნით. მეორე წყარო კი ამბობს, რომ ევროკავშირის რეაგირება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა რეაქცია ექნება ჩინეთს მისთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor