• April

    28

    2025
  • 92
  • 0
გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 3 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიონ

გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 3 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შაბათს, 3 მაისს ყრილობაზე აირჩიონ.

ვოლსკის თქმით, ყრილობის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ყრილობა შაბათს ჩატარდეს.

„სულ მალე იქნება ყრილობა და, რასაკვირველია, იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ. ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი, ზოგადად მოსაზრებაა. ალბათ, სწორი იქნება, დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება, პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, არამედ მაღალი დონის სპეციალისტია და არ გამორიცხავს, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკაში ვიხილოთ.

„ირაკლი ღარიბაშვილს მადლობები ეკუთვნოდა და ვუთხარით კიდეც. დღესაც კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. მას შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ, იგი პოლიტიკაში ვიხილოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor