• December

    23

    2024
  • 78
  • 0
გია ვოლსკი – არ შეიძლება ქვეყნის ტურბულენტობაში შეყვანა იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს

გია ვოლსკი – არ შეიძლება ქვეყნის ტურბულენტობაში შეყვანა იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს

მექანიზმი არ არსებობს, რომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც არჩევნების შედეგებს უპირისპირდება, ელექტრონული არჩევნები ვერ და არ ყალბდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა და ის, რომ ვიღაც არჩევნებით შედეგებით უკმაყოფილოა, ეს ნიშნავს პოლიტიკურ სპეკულაციას.

„არ შეიძლება ქვეყნის ტურბულენტობაში შეყვანა იმის გამო, რომ გარკვეულ ნაწილს არჩევნების შედეგები არ მოსწონს. გარკვეული ნაწილი კი კონკრეტული სცენარით მოქმედებს, რაც საბოლოო შედეგამდე ისეთი ხელისუფლების მოყვანით უნდა მივიდეს, რომელიც გარკვეულ დავალებებს შეასრულებს და საქართველოს ნგრევის წინაპირობას შექმნის. ამ რეალობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელმაც პოზიცია არ უნდა დათმოს, მით უმეტეს, თუ მის უკან მილიონ 120 ათასი ამომრჩეველია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ირაკლი კობახიძის განცხადება არანაირ მუქარას არ შეიცავდა.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ადგილი არანაირ მუქარას არ ჰქონია. იმ ფაქტის კონსტანტაცია მოხდა, რომ როცა განცხადებების შემდეგ ქმედებებზე გადადიხარ, რომ ხელისუფლება უნდა ჩამოშალო და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინო, თუ ამას განცხადებით აკეთებ, თავისთავად დანაშაულია, მაგრამ ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ეს განცხადება კონკრეტულ ქმედებაში გადაიზრდება. კობახიძემ თქვა ისიც, რომ თავშეკავება იქნება იმ შემთხვევაში, როცა საქმე 72 წლის ადამიანად ეხება. ვინც ამას გარკვეული მოქმედების სიგნალად მიიღებს და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავა, რა თქმა უნდა, მას პასუხისმგებლობა არ ასცდება. თუმცა, ვერც პრემიერი და ვერც სხვა ვერ გადაწყვეტს იმას, რაც სამართალდამცავი სტრუქტურების საქმეა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor