• June

    23

    2025
  • 89
  • 0
გია ვოლსკი – ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათი მუქარის შინაარსი არ ეფუძნება სამართლიანობას და სიღრმისეულ ანალიზს

გია ვოლსკი – ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათი მუქარის შინაარსი არ ეფუძნება სამართლიანობას და სიღრმისეულ ანალიზს

ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, მათი მუქარის შინაარსი არ ეფუძნება სამართლიანობას და სიღრმისეულ ანალიზს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთ მუქარებში ახალი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ქვეყნისთვის მისაღები არ არის.

„კაია კალასი ჯერ კიდევ დუმს თავისი ქმრის პროექტებზე, რასაც ის იმ პერიოდში ეწეოდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის, მაგრამ ბრიუსელისთვის ორმაგი სტანდარტი ჩვეულებრივ ამბად იქცა. უვიზო მიმოსვლაზე გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. შეჩერება შეუძლიათ, მაგრამ ქვეყნების ის რაოდენობა უნდა დაგროვდეს კრიტიკული პოზიციით. თუმცა იმ ქვეყნებსაც გარკვეული ბერკეტები აქვთ, რომელთაც ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. რასაც ვხედავთ, ამოცანაა, რომ ეს სასჯელი მთელ საქართველოს დაუწესონ, რათა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით გადააყენონ. ანუ, რევოლუციის ხელშეწყობას აქვს საკმაოდ პოპულარული დამოკიდებულება მთელი რიგი ქვეყნების მხრიდან. მექანიზმი, რაც უნდათ, აამუშაონ, არც ადვილი ასამუშავებელია და თუ გადაწყდა, რომ სანქციები დააწესონ, ვინც არ თანხმდება მუხლჩაჩოქილი დავალებების შესრულებას, მათთვის სანქციების დაწესება სრულ კონსენსუსს ითხოვს. ამ საკითხზე ევროკავშირშიც გაყოფილია მოსაზრებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor