• September

    2

    2024
  • 64
  • 0

გია ვოლსკი – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არ შეიძლება, ხელს უშლიდეს რაიმეს საგარეო კურსის თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით

გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არ შეიძლება, ხელს უშლიდეს ან ცვლიდეს რაიმეს საგარეო კურსის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსგან სწორი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

„საკონსტიტუციო სასამართლოსგან სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ველოდებით. არ შეიძლება, საგარეო კურსის ცვლილება დაუკავშირო იმას, რომ აუცილებელია ნებისმიერი იმ ორგანიზაციის გამჭვირვალობა, რომელიც საქართველოში საქმიანობს და პროცესებზე გავლენა აქვს. ეს ყველა ევროპული ქვეყნისთვის დამახასიათებელია, გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არ შეიძლება, ხელს უშლიდეს ან ცვლიდეს რაიმეს საგარეო კურსის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იმიტომ შეიტანეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო როგორმე პოლიტიკურ ველზე შემოათრიონ და სპეკულაციები დაიწყონ. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, იგივე პრეზიდენტმა კი სარჩელი შეიტანა, რის უკანაც გარკვეული გეგმა დევს – დესტაბილიზაციის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვა და შეტევების დაორგანიზება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებზე განმწესრიგებელ სხდომაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor