• September

    15

    2025
  • 60
  • 0
გია ვოლსკი – გიორგი გახარიას უშველებელი ქონება დაუფიქსირდა, ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ

გია ვოლსკი – გიორგი გახარიას უშველებელი ქონება დაუფიქსირდა, ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ, ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ

გიორგი გახარიას უშველებელი ქონება დაუფიქსირდა. ექსპერტები შეამოწმებენ და დარწმუნებული ვარ, იმ მოღალატეობრივი ნაბიჯების შემდეგ ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა თავს, გახარია კი მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს.

„მსოფლიო როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო და ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა ინგრეოდა, მაშინ გახარია იმას აღწევდა, რომ სახლი ეყიდა პარიზში? ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ. იმ დოკუმენტებს ვერ გააყალბებ, რაც წარმოადგინეს. ბევრ რამეზე დაფიქრება გვმართებს, მაგრამ პატარა ქვეყანას მცირე რესურსებით, რომელსაც უწევს, გაუმკლავდეს ამდენ დაპირისპირებას, რასაკვირველია, ვერ მოვთხოვთ იმ სიხისტეს, რომელსაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია იჩენს. მას რესურსი აქვს. პატარა ქვეყანა მოქცეულია ამდენ დაპირისპირებაში, პანდემია დაატყდა თავს და გახარია მდიდრდება და პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, რომელიც ქვეყანას დანგრევას და დესტაბილიზაციას უპირებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor