• April

    25

    2024
  • 110
  • 0
გია ვოლსკი – გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს დაიძაბოს ვითარება, რაც არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველი, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვნენ დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას

გია ვოლსკი – გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს დაიძაბოს ვითარება, რაც არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველი, ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვნენ დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს ვითარება დაიძაბოს, რაც არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველია.

ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც ვაშაძე ამბობს: „29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია – ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ“.

გია ვოლსკის თქმით, ყველას მოუწოდებს, არ აჰყვნენ დაპირისპირების მცდელობას.

„გიორგი ვაშაძის, და არა მარტო მისი, მოწოდებაა, რომ დაიძაბოს ვითარება, ამ აქციას დაუპირისპირდეს სხვა აქცია, რომელშიც თითქოს იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებს. შეძახილი, მოწოდება გამოხატავს თავის შინაარს, პარტიული სუბიექტების, კონკრეტული ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ. ასეთი მოწოდება არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველიც. ყველას მოვუწოდებ, არ აჰყვნენ დაპირისპირების ორგანიზების ასეთ აშკარა მცდელობას. მოუსმინონ საპირისპირო აზრსაც. ყველას, ვინც შეიკრიბება, მათაც მოვუწოდებთ მთელი ჩვენი გუნდის სახელით, იყვნენ წყნარად, თავდაჯერებულად და არანაირი აგრესია არ გამოხატონ ოპონენტის მიმართ, საპირისპირო აზრის ადამიანის მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor