• March

    7

    2025
  • 58
  • 0
გია ვოლსკი – „ისფედი“ მავნებლობას აგრძელებს, დოკუმენტაციას გამოძიებას არ აბარებს, ციფრების გამოქვეყნება მათ პოლიტიკურ მიზნებს არ შეესაბამება

გია ვოლსკი – „ისფედი“ მავნებლობას აგრძელებს, დოკუმენტაციას გამოძიებას არ აბარებს, ციფრების გამოქვეყნება მათ პოლიტიკურ მიზნებს არ შეესაბამება

პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, გაყალბდა თუ არა არჩევნები. „ისფედს“ მონაცემები ციფრებში აქვს და ანალიზი აქვს გაკეთებული, ზეპირად ამბობს, რომ მისი ციფრები ელექტრონულ მონაცემებს ემთხვევა, თუმცა შესაბამის დოკუმენტაციას გამოიებას არ აბარებს. აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები კი ემთხვევა, მაგრამ არჩევნების წინ პროცესში იყო ზეწოლა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ამის შესახებ არანაირი ცნობა არ წარმოუდგენიათ.

„რაც აქვთ, იმის თაობაზე ამბობენ, რომ თურმე იმხელა მასალაა, რომ ვერც სიდიზე ათავსებენ და ვერც სხვა ფორმატში წარმოადგენენ, თუ ამაზე დიდ დროს არ დახარჯავენ, ერთ-ორ თვეს, რათა ეს მასალები ერთად მოაგროვონ. ზღაპარია და იმავე მავნებლობის გაგრძელება, რამაც 2020 წელს თითქმის მიგვიყვანა დაპირისპირების ისეთ ხარისხთან, როცა შეჯახებებს, შეიძლებოდა, სისხლისღვრა გამოეწვია. ამის გამკეთებელი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მასალა დიდია, თავს ვერ უყრის და პროკურატურას ამიტომ ვერ აძლევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს არის სამწუხარო მოცემულობა.

„ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება ეს დრო იმისთვის სჭირდებათ, რომ რაღაც გააყალბონ. შეუძლებელია ამის გაკეთება. ელექტრონული არჩევნები ჩატარდა და, რასაკვირველია, მონაცემებს ვერ შეცვლის ვერც „ისფედი“ და ვერც ათი „ისფედი“, „საერთაშორიაო გამჭირვალეობა – საქართველოც“ რომ დაემატოთ. ამ ციფრების გამოქვეყნება მათ პოლიტიკურ მიზნებს არ შეესაბამება, რადგან ეს კიდევ ერთი სერიოზული დასტური იქნება, რომ ეუთო/ოდირი არ ტყუოდა, როცა არჩევნების თაობაზე თქვა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor