• February

    3

    2025
  • 83
  • 0
გია ვოლსკი – კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას

გია ვოლსკი – კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას

კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა“.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბით განსახილველი საკითხები. ძალიან სერიოზული და საკმაოდ დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გზაგასაყარზე მდგომი მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ საქართველოში იქნება გარკვეული გამოძახილი მსოფლიოს დონის დაპირისპირებებიდან, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუნდაც აშშ-ში, სადაც სახელმწიფოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებთან დაპირისპირებულები რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და გზების გადაკეტვაც მოინდომეს. ამ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება, ერთადერთი რამ შეიძლება, ითქვას, გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს, რათა დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები ეკონომიკას, ტურიზმს და ეროვნულ ვალუტას შეექმნა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინაა. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით.

კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა. თავდასხმა პოლიციელზე და სახელმწიფო შენობებზე საკმაოდ სერიოზულად ისჯება როგორც ევროპის სივრცეში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საქართველოშიც საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას არ მიადგეს სერიოზული ზარალი“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor