• February

    22

    2025
  • 50
  • 0
გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ და როდესაც ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის.

„ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor