
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გია ვოლსკი – მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ში გამოსვლა იქნება ისეთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და განვითარების პერსპექტივას უკავშირდება
რეგიონში არსებული მდგომარეობა იმის აუცილებლობას ქმნის, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტ ყაველაშვილისგან ფართო საზოგადოება მიიღებს, რასაკვირველია, ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
„მისი გამოსვლა იქნება ისეთი, რაც საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და განვითარების პერსპექტივას უკავშირდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.




