• December

    1

    2023
  • 100
  • 0

გია ვოლსკი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგია არ შეიცვალა.

„„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ახალმა მენეჯმენტმა გაურკვეველი რეჟიმი დაამყარა. სტრუქტურები, პრაქტიკულად, არ მუშაობს. მათთვის გაურკვეველია, გადაწყვეტილებებს ვინ და რის საფუძველზე იღებს. რეალურად, რაღაც ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, რომელსაც კეზერაშვილისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში დამატებითი ვერანაირი იდეა, სიახლეები ვერ შემოაქვთ, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურმა ძალამ საზოგადოებას წარუდგინოს. მთავარი პრობლემაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ნირი, არც სტრატეგია არ შეიცვალა და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ინტელექტუალურად მაღალია. რისთვის? არა სამშობლოსთვის, არამედ დესტაბილიზაციის განსახორციელებლად. დანარჩენი – პარტიული, სამართლებრივი და იდეური, პოლიტიკური ნაწილი აბსოლუტურად არეულია. ეს მოსალოდნელიცაა, როდესაც პოლიტიკურ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor