• October

    10

    2023
  • 151
  • 0
გია ვოლსკი – ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობის საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება

გია ვოლსკი – ოჩამჩირეში ბაზის მშენებლობის საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება

არსებობს „ნაცმოძრაობის“ გარკვეული სურვილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ პარლამენტში ისეთი რეზოლუციები შემოიტანონ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეხება და ამის უკან არაფერი დევს, ცარიელი განცხადებების გარდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ.  ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს გარკვეული სურვილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია „ნაცმოძრაობის“, რომ პარლამენტში ისეთი რეზოლუციები შემოიტანონ, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს ეხება და ამის უკან არაფერი დევს, ცარიელი განცხადებების გარდა. მათი მოქმედებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს არ პასუხობს. რაღაც თემაზე წამოკნავლება მაშინ, როცა საქმის კურსში საერთოდ არ ხარ, არასწორი და მიუღებელია. ოჩამჩირესთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი გადმოგდებული რგოლი, რაც რუსეთს არაერთი გაუკეთებია, როცა საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებში ჩვენს პოზიციონირებას. ოჩამჩირის ბაზის მშენებლობაზე რუსეთმა 2009 წელს გამოაცხადა და მაშინ ხმა არავის ამოუღია, პირიქით, ტაშფანდური იყო, რომ როგორმე რუსეთში კულტურული ღონისძიებები ჩაეტარებინათ. რუსეთიდან მომავალ ხალხს მიხეილ სააკაშვილი საზღვარზე ხვდებოდა. მაშინაც და დღესაც ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბაზის მშენებლობა უშველებელი რესურსის მობილიზებას უკავშირდება, რაც იმ რეალობას არ შეესაბამება, რაშიც რუსეთი იმყოფება საერთაშორისო ზეწოლის გათვალისწინებით. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს ისეთი თემა არ არის, რასაც იგნორირება უნდა გაუკეთო. საკითხი სიღრმისეულად არის შესასწავლი, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე არაფრის მთქმელი რეზოლუციის მიღება, თუმცა ვნახოთ, წინასწარ ნურაფერს დავაანონსებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor