• November

    25

    2024
  • 114
  • 0
გია ვოლსკი – პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს

გია ვოლსკი – პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს

არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვაზე კომენტირებისას განაცხადა.

„წვრილმანებზე აღარ უნდა უნდა უპასუხო, იცით, გაყინული სახით, სერიოზული სახით უნდა უსმინო, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გამოდის და აქ საღლიცინო არაფერია, ისევე, როგორც ხანდახან თვითონ ღლიცინებდა ხოლმე აბსოლუტურად შეუსაბამო პირობებში. მაგრამ მთავარი ბოროტება ეგ არ არის. ხალხს მოუწოდებს, რომ ლარის კურსს დაარტყან ორგანიზებულად და შეგნებულად, რომ გველოდება ეკონომიკური სიდუხჭირე ეკონომიკური ჩამოქცევა, ვალუტის კურსის დევალვაცია. ამას აცხადებს პრეზიდენტი და ზუსტად იცის, ბევრი რამ არ იცის, მაგრამ ეგ ზუსტად იცის, რომ ამან შეიძლება, გარკვეული არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ისე, რომ საფუძველი არ გააჩნია. არც მაკროეკონომიკური, არც სხვა მაჩვენებლები არანაირად არ გულისხმობს იმის წინაპირობას, რომ ეკონომიკური პრობლემები შეექმნას ქვეყანას. ბიუჯეტიც გაიზრდება, ეკონომიკაც გაიზრდება და ტენდეციები არის საუკეთესო, მსოფლიო ბანკის შეფასებით. ეს გამოდის და ამბობს, რომ ასეთი რამ გველოდება, ხალხს მოუწოდებს არა ფიზიკური რევოლუციისკენ, არამედ ეკონომიკური დარტყმების მიყენებისაკენ საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ადამიანი ახლა გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც მთავარია, არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor