• September

    26

    2023
  • 109
  • 0
გია ვოლსკი : პროცედურულ ხრიკებსა და საბოტაჟის რეჟიმზე არ უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამაშია გაწაფული და ამითაა განთქმული

გია ვოლსკი : პროცედურულ ხრიკებსა და საბოტაჟის რეჟიმზე არ უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამაშია გაწაფული და ამითაა განთქმული

პროცედურულ ხრიკებსა და საბოტაჟის რეჟიმზე არ უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამაშია გაწაფული და ამითაა განთქმული. ხრიკი არ არის, თუ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა მავნებლობის გარკვეული გამოვლინებაა, რაც საკმაოდ სერიოზულად აზიანებს ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანაში ვითარებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც შეაფასა ოპოზიციის განცხადებები, რომლის თანახმადაც, „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, შოვის სტიქიის შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პროცედურულ ხრიკს მიმართოს.

ვოლსკის თქმით, დღის წესრიგთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადწყვეტილება მიღებული არ არის.

,, შოვის სტიქიის დროს, „არცერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილია“.

„ვერტმფრენების თემა სპეკულატიური და მორალთან ძალიან მწყრალად მყოფი საკითხია. არ დასტურდება დეზინფორმაცია, თითქოს ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო იქ ადამიანი რამენაირად დაზარალდა, მით უმეტეს, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. აქედან გამომდინარე მოიგონეს ახალი თემა, რომ ვერტმფრენებმა გაფრენა დააგვიანეს. ამინდის პრობლემები იყო. ჩვენი სახელმწიფო გამონაკლისი არ არის, რომელიც უფრთხილდება ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია. ვერტმფრენის გაფრენაზე არანაირი შეყოვნება არ ყოფილა. ვერტმფრენების მისვლამდე მაშველები იქ იმყოფებოდნენ და ლოკალური ღონისძიებები გატარებული იყო ყველა საჭირო პროცედურის და საჭირო წესის დაცვით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor