• June

    13

    2025
  • 14
  • 0
გია ვოლსკი – საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას გაცემული თანხის ოდენობის, დაფინანსებული ხარჯვის თაობაზე და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება

გია ვოლსკი – საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას გაცემული თანხის ოდენობის, დაფინანსებული ხარჯვის თაობაზე და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება

საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას გაცემული თანხის ოდენობის და დაფინანსებული ხარჯვის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გამჭვირვალობის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება.

„თითქოს ეს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, ექსტრემიზმის სცენარის განვითარებისთვის რამხელა რესურსი გროვდება. ეს ყველაფერი ვიხილეთ. გამჭვირვალობის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან ნებისმიერი კითხვა და ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება. დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა ყველანაირ პრობლემას მოხსნის დღის წესრიგიდან იმ ელემენტარული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, რასაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჰქვია. ეს თუ ასე არ ხდება, რასაკვირველია, ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, ხომ არ შემოდის თანხები პოლიტიკურ ველზე, თან ისეთი თანხები, რომელსაც განაგებენ პოლიტიკური პარტიები ან დონაციის მიმღები ორგანიზაციები, თუნდაც ტელევიზიები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა დიდი ბრიტანეთის საელჩოსადმი, სადაც მოუწოდა საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor