• April

    29

    2025
  • 11
  • 0
გია ვოლსკი – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში

გია ვოლსკი – სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საგანგებო მნიშვნელობა აქვს, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტიც დასტურია იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი შეაჯამა.

„საგანგებო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ან რეგიონის ქვეყნების ინტერესი, მსოფლიოს ინტერესია. რასაკვირველია, ეს ვიზიტიც დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სამშვიდობო პროცესში. ზოგადად, რთული სიტუაციაა, მაგრამ ამ სირთულეებს უნდა დავუპირისპიროთ პოზიტივი, რაზედაც დღეს გვქონდა საუბარი. მნიშვნელოვანია მთავრობებს შორის ყველა მიმართულებით ურთიერთობის განვითარება, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურის მიმართულება, ნებისმიერი მიმართულება, მაგრამ მთავარი მაინც არის უსაფრთხოება კავკასიის რეგიონში. ეს ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობის თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ყაველაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები – სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor