• June

    27

    2025
  • 57
  • 0
გია ვოლსკი – საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა, მათ შორის, ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ხალხი მიხვდა, რომ ბურჭულაძე და ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ

გია ვოლსკი – საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა, მათ შორის, ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ხალხი მიხვდა, რომ ბურჭულაძე და ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ

საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა, მათ შორის, ოპოზიციურ ფრანგზე მყოფი ხალხი მიხვდა, რომ პაატა ბურჭულაძე და სალომე ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალ-ახალ პლატფორმებს იგონებენ, რომ ექსტრემიზმს ახალი ძალა მისცენ.

„რაღაც ახალ-ახალ პლატფორმებს იგონებენ, რომ ახალი ძალა, ენერგეტიკული ინექცია მისცენ თუ ენერგეტიკული სასმელი დაალევინონ იმ მკვდარ მიმართულებას, რასაც ექსტრემიზმი ჰქვია. საქართველოს ექსტრემიზმი აღარ უნდა და ყველა მიხვდა, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ხალხი, რომ ბურჭულაძე და ზურაბიშვილი სიკეთემდე ვერ მიიყვანენ. ცდილობენ, იქნებ როგორმე საქართველოში სისხლი დაღვარონ. ეს არის მათი პლატფორმაც, შინაგანი კონსტიტუციაც და დახასიათებაც. ამ ადამიანებს უნდათ, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ყველა სხვა თემაზე ლაპარაკი სიყალბეა, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც ქვეყანას სადისტურად მართავდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor