• December

    31

    2024
  • 101
  • 0
გია ვოლსკი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს და სიყვარულითა და ბედნიერებით ცხოვრებას უსურვებს

გია ვოლსკი საქართველოს მოქალაქეებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს და სიყვარულითა და ბედნიერებით ცხოვრებას უსურვებს

გამორჩეული ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე, საქართველოს ჭეშმარიტი პატრიოტი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, ბატონი გია ვოლსკი ჩვენს სამშობლოს და მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. 

,,ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უამრავი სირთულე გამოიარა, გარე თუ შიდა არეულობები,ზეწოლა, ადამიანებს შორის ურთიერთობების დაძაბვა. 2025 წელს ეს ყოველივე წარსულს უნდა ჩავაბაროთ.

ჩვენს ქვეყანას ღვთის მადლი არ მოჰკლებოდეს. უფალმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და ყველა ადამიანი, მისი პოლიტიკური მრწამსისა თუ შეხედულების მიუხედავად.

მივულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს, დიდებსა და პატარებს, განსაკუთრებით პატარებს, ჩვენი შვილიშვილების თაობას.

2025 წელს ჩვენი ერის თანამგზავრი სიყვარული და ბედნიერება ყოფილიყოს და მრავალი წელი ამის შემდეგაც.

არაერთი მოლოცვა მივიღე ქართველებისგან, ოსებისგან და აფხაზებისგან, რაც ძალიან მახარებს. მიხარია, როგორი იმედითაც უყურებს ეს ხალხი მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, დიდი სიყვარული და ძმობა გაიმარჯვებს. 

დამდეგ ახალ წელს განსაკუთრებით იმ ქართველებს მივულოცავ, რომლებიც შორს არიან საკუთარი ქვეყნისგან, წარმატებებს და სიმტკიცეს ვუსურვებ. რასაკვირველია, ისინი საკუთარ სამშობლოს არ უნდა მოსწყდნენ და, რა თქმა უნდა, მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ”.

ქეთი ხომერიკი, ირაკლი გიორგაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor