• October

    3

    2023
  • 109
  • 0
გია ვოლსკი : სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, არავითარი საშიშროება არ არსებობდა გადატრიალებისო

გია ვოლსკი : სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, არავითარი საშიშროება არ არსებობდა გადატრიალებისო

ვფიქრობ, რომ სუს-ის მიერ მასალების გამოქვეყნება მოულოდნელი იყო, რადგან რადიკალური ოპოზიცია რიხიანად ამტკიცებდა, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობდა რევოლუციის, გადატრიალების და ლევან ხაბეიშვილმა ისიც თქვა, ლოგინში გადატრიალდნენ მავანნიო, თუმცა, ფაქტები ვიხილეთ, რასაც სხვა მხრივ ვერ განიხილავ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, რომ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს.

„დაგეგმილია საზოგადოების დაპირისპირება სახელმწიფო სტრუქტურებთან იმ მეთოდებით, რაც ამ კონკრეტულ ორგანიზაციას რეალიზებული ჰქონდა. ზედმიწევნით ჩამოთვლილია ის მეთოდები, რასაც რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა. კარგად გახსოვთ, სააკაშვილის არაერთი განცხადება, სადაც იყო ქართველი ხალხის დედის გინება და სისხლისღვრის აუცილებლობა ჩვეულებრივ თემად იყო წარმოჩენილი. ეს უკვე დამაგვირგვინებელია, რასაც ვუყურებთ. მგონი, ოპოზიციის რიგებში ის განცდაც არის, შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ადამიანების მობილიზება როცა ხდება იმისთვის, რომ სახელმწიფო წესს-წყობილებას თავს დაესხან, დაჩქარებული წესით უნდა იყოს მიღებული გარკვეული გადაწყვეტილება, რათა რევოლუციურ პროცესებს დამატებითი რესურსი, ბერკეტი არ ჰქონდეს.

აღნიშნული კომენტარით ვოსლკი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გამოეხმაურა.

„თითქოს აგრესია იმაში არ იყო, რომ შეშით მომიტინგეები გაეთბოთ, მაგრამ ეს შეშა შემდეგ ბარიკადებისთვის იყო გამოყენებული. გამოყენებული იყო, როგორც იარაღი და პოლიციელების მისამართით შეშის ნაჭრები ცვიოდა. სწორედ ეს არის ტრეინინგების მიზანი, დესტაბილიზაციისთვის მობილიზებულმა ჯგუფებმა უკეთ იცოდნენ, რა რისთვის არის გამოსაყენებელი. იგივე კარავი, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს რაღაცის შესანახად და ასაფეთქებლად. ეს ყველაფერი არის პრევენციული და შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული. თუ ამას შიშს ეძახით, დიახაც, გვეშინია და არ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული იყოს ისეთი ჯგუფები და სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდნენ მაშინ, როცა მსოფლიოში ასეთი ტურბულენტური ვითარებაა. ქვეყანა არ უნდა დაზიანდეს. შიშის ხსენება ცოტა უხერხულია იმ ადამიანებისგან, ვინც შიში ქვეყნის მმართველობის სისტემურ მექანიზმად გადააქციეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor