• November

    13

    2025
  • 32
  • 0
გია ვოლსკი – უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შანტაჟის ერთ-ერთი ბერკეტია, სამწუხაროა, რომ ასეთი უსინდისო დამოკიდებულებით ცდილობენ, საქართველოში ვითარება გადატეხონ და დაამძიმონ

გია ვოლსკი – უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შანტაჟის ერთ-ერთი ბერკეტია, სამწუხაროა, რომ ასეთი უსინდისო დამოკიდებულებით ცდილობენ, საქართველოში ვითარება გადატეხონ და დაამძიმონ

ის მექანიზმი, რასაც ჩვენ მიმართ იყენებენ, საკმარისი არ გამოდგა იმისათვის, რათა საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია შეირყეს, მოსახლეობას იმ დონეზე განვითარებულად არ თვლიან, რომ შეაფასონ, სად არის რეალური საფრთხე, სიცრუე და სიმართლე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი პოზიციაა, რომ ამიტომ მთელი ქართული საზოგადოება უნდა დაისაჯოს, მით უმეტეს, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერენ.

„მიზანია, ქართველი ხალხი გაღიზიანდეს, რომ ქუჩაში გამოვიდეს და იმ ექსტრემისტულ პროცესებს შეუერთდნენ, რომელთა განვითარებასაც ცდილობენ. ეს ასე არ ხდება. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა შანტაჟის ერთ-ერთი ბერკეტია. სამწუხაროა, რომ ასეთი უსინდისო დამოკიდებულებით ცდილობენ, საქართველოში ვითარება გადატეხონ და დაამძიმონ. შეტევები ეკონომიკიდან დაწყებული და ბიზნესმენებით დამთავრებული ყველას მიმართ არის. მათმა გეგმებმა არ გაამართლა. ევროკავშირში ყველა მომხრე არ არის, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor