• February

    28

    2025
  • 84
  • 0
გია ვოლსკი – ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ

გია ვოლსკი – ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ

ქვეყნისთვის დამაზიანებელია, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„შეამჩნიეს, რომ სალომე ზურაბიშვილს ახალი სცენარი „ქაჩავს“ იქით, რომ როგორმე „ნაცმოძრაობის“ მოჯადოებული წრიდან გავიდეს. უნდათ, რომ გაჰყვნენ. დღეს შეიძლება იჩხუბონ, ხვალ შეიძლება შერიგდნენ, ერთმანეთი შეამკონ ბილწი სიტყვებით და შემდეგ, შეიძლება, ერთმანეთს მოეფერონ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უსამშობლო ადამიანთა გაერთიანება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის იმ ადამიანების გაერთიანება, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გარკვეული ინტერესების საფუძველზე უტევენ“, – განაცხადა გია ვოსლკიმ.

მისი თქმით, ეს ოპონირება არ არის.

„ოპონირება შეიძლება ყველა თემაზე – მედიათავისუფლების, ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, თუმცა ასეთი რამ არ გაგვიგია. უკვე წლებია, ოპოზიციის გარეშე ვარსებობთ. ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში იყო, საბოტაჟის რეჟიმში იყო. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არასდროს გვინახავს. იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც „გირჩი“ რაღაც თემებთან დაკავშირებით მსჯელობდა, ისიც თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევა არ გვქონია. ლაპარაკია გააფთრებულ ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ ამოცანას, როგორმე ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეცვალონ. თუ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალა მოვა, რასაკვირველია, ისიც ძალიან საეჭვოა, რომ, აი, ამ ფერხულში არ ჩაებას. რადიკალური ოპონირების კი არა, არამედ რევოლუციური პროცესის ფერხულში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor