• November

    7

    2023
  • 94
  • 0

გია ვოლსკი – ღირსების თემაა, სალომე ზურაბიშვილი ცოტახანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება

ღირსების თემაა, სალომე ზურაბიშვილი ცოტახანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს მხარს ვერანაირად აუბავს.

„სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსზე თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც. მისი განცხადებები საქართველოსთვის დამაზიანებელი იყო იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ჩარჩოდან. ღირსების თემაა, რომ ცოტახანი მაინც გაჩუმდეს, მით უმეტეს, ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდება. ეს ღირსება არ გააჩნია. თვალთმაქცური და ყალბი განცხადებები გააკეთა, ვითომდა, მონდომებულია, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. არცერთი ოპოზიციონერი არ ზრუნავს იმაზე, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რადგან არმიღება უნდა გახდეს რევოლუციური პროცესის საწყისი. ეს არის მთავარი ამოცანა და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში შტურმი ხორციელდება, რომ როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. პარლამენტში არცერთმა ოპოზიციონერმა და არც პრეზიდენტმა არ თქვეს, საქართველო იმსახურებს თუ არა სტატუსს და ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor