• September

    6

    2024
  • 62
  • 0
გია ვოლსკი – ჩვენ იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება

გია ვოლსკი – ჩვენ იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება

ჩვენ იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ დაუსვეს კითხვა, რომელშიც ლავროვი ამბობს, რომ „თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან“.

„განზრახ ისეთი თემის შემოგდება ხდება, რაც ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება. რუსეთი რა განცხადებასაც აკეთებს, ყოველთვის იქიდან გამოდის, რა ინტერესი აქვს. შეიძლება, ერთი განცხადება გააკეთოს, მეორენაირად იმოქმედოს და ამის ბევრი მაგალითია. მთავარია, ჩვენ რა განცხადებას ვაკეთებთ და ამ ქვეყანას როგორ ვუყურებთ. საქართველოში მავნებლების დიდი ბუდეა თავისი მედია საშუალებებით და ცდილობენ, საზოგადოებას ჭკუა აურიონ: ვინაიდან, ლავროვმა თქვა, რომ საქართველო თავის იდენტობას იცავს, ე.ი. იდენტობის დაცვა ცუდია“. ჩვენ იდენტობას ვიცავთ და ამას ლავროვი იტყვის თუ პავილიონისი, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ იმ გზით მივდივართ, რაც ახალ თაობას სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor