• September

    23

    2025
  • 46
  • 0
გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა, ადგილობრივი მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და პედაგოგები დააჯილდოვა

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილე მიულოცა, ადგილობრივი მეცნიერების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის.

უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხეში ასევე ჩატარდა მეცნიერების ფესტივალი, რომელიც რეგიონებში მეცნიერების პოპულარიზაციის, ახალგაზრდების წახალისების, კერძო საჯარო პარტნიორობის ხელშეწყობისა და ინოვაციური იდეების გაძლიერების  მიზნით 17 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე ადგილზე გაეცნო მეცნიერების ფესტივალის მიმდინარეობას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა სამეცნიერო კვლევებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ პროექტებს. ფესტივალში როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევრები, ასევე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სტარტაპერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor