• February

    19

    2026
  • 63
  • 0
გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატთან გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„საუბრისას გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და სასწავლო პროგრამის შინაარსის განვითარებაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმის მთავარი მიზანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური და შედეგზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება.

საუბარი შეეხო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ამ მიმართულებით დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი განათლების რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor