• March

    27

    2026
  • 42
  • 0
გივი მიქანაძემ ხაშურის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

გივი მიქანაძემ ხაშურის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.

შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

მინისტრთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში, სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა, ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა, პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ლიპარტელიანმა.

საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor