• February

    5

    2026
  • 35
  • 0
გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრს შეხვდა

გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრს, სარა ბინთ იუსეფ ალ ამირს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მათივე ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელთა წარმომადგენლები უახლოეს მომავალში პირველ შეხვედრას გამართავენ.

გივი მიქანაძემ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძეს სწავლა–სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის კუთხით გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმში ცვლილებებს შეიტანენ.

დოკუმენტს მიმდინარე წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება ხელი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor